Uniclean XT
← პროდუქტებზე დაბრუნება

Uniclean XT

იარაღის უნივერსალური საწმენდი
85ml

არის ახალი თაობის, ცეცხლსასროლი იარაღის უნივერსალური საწმენდი საშუალება, რომელიც
შემუშავებულია ცეცხლსასროლი იარაღის ლულებიდან ყველა სახის დაბინძურების მოსაშორებლად
(ნახშირბადის, სპილენძის და ტყვიის). ანეიტრალებს კაფსულის და დენთის წვისას წარმოქმნილი მჟავა
მარილების მავნე ზემოქმედებას. მისი მოწინავე ამინო-კომპლექსის ტექნოლოგია და ზედაპირულად
აქტიური ნივთიერებების ნაზავი უზრუნველყოფს ძლიერ წმენდას ამიაკის ან მძაფრი სუნის გარეშე.
უსაფრთხოა ყველა ტიპის ლულისთვის, მათ შორის ქრომირებული და უჟანგავი ფოლადის ლულებისთვის.
ძირითადი მახასიათებლები:
• აშორებს ნახშირბადის, სპილენძის და ტყვიის დაბინძურებას
• ამიაკის გარეშე, დაბალი სუნის მქონე ფორმულა
• უსაფრთხოა უჟანგავი და შავი ფოლადის ასევე ქრომირებული და ალუმინის ზედაპირებისთვის
• არ ტოვებს ნარჩენებს - სწრაფი და ეფექტური