პროფესიონალური გადაწყვეტა

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროფესიონალური დონის ცეცხლსასროლი იარაღის საწმენდი საშუალებები, შექმნილი სისუფთავის, უსაფრთხოების და გამძლეობისთვის.

CleanShield Products
ჩვენს შესახებ

CleanShield-ის შესახებ

ჩვენ იარაღის მოყვარულები ვართ და იარაღის მოვლის საშუალებებთან დაკავშირებით საქართველოში მუდმივად ვაწყდებოდით პრობლემას, რადგან, მაღალი ხარისხის იარაღის მოვლის საშალებების არჩევანი მწირია, ბაზარზე არსებული ყველა პროდუქტი იმპორტირებულია და საკმაოდ ძვირია.

ცეცხლსასროლი იარაღისადმი საქართველოში მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, იზრდება იმის გაცნობიერება, რომ იარაღს რეგულარული მოვლა სჭირდება.

სწორედ ამიტომ, 2025 წელს გადავწყვიტეთ შეგვექმნა იარაღის მოვლის საშუალებების საკუთარი ბრენდი. მიზანი იყო ისეთი პროდუქტების შექმნა, რომლებიც იდეალურად წმენდენ იარაღს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანმრთელობისთვის და იარაღისთვის უსაფრთხო ინგრედიენტების გამოყენებით. სპორტულ, პრეციზიულ და პროფესიონალ მსროლელებთან თანამშრომლობით, შევძელით ისეთი პროდუქტების შექმნა, რომლებიც აკმაყოფილებდა ჩვენს ტესტებში მონაწილე ყველა იარაღის მომხმარებლის მოლოდინებს.

წარმოგიდგენთ CleanShield-ს. ცეცხლსასროლი იარაღის მოვლის საშუალებების პირველი ქართული ბრენდი, შექმნილი იარაღის მომხმარებლებისთვის.

CleanShield - სიზუსტე, საიმედოობა, დაცვა

5+პროდუქტი
100%NMP-ს გარეშე
EUსტანდარტი
ჩვენი ხაზი

პროდუქტები

ყოველი პროდუქტი შემუშავებულია კონკრეტული დასუფთავების ამოცანისთვის.

Shield Lube

Shield Lube

ნეიტრალური ზეთი

Shield Lube არის უმაღლესი ხარისხის საპოხი და კოროზიისგან დამცავი საშუალება ცვეთის საწინააღმდეგო დანამატებით, შექმნილია ცეცხლსასროლი იარაღისთვის. ამცირებს ხახუნს, უზრუნველყოფს ცეცლსასროლი იარაღის იდეალურ მუშაობას ყველა კლიმატურ პირობებში. მდგრადია დეგრადაციის მიმართ ექსტრემალური დატვირთვის ზემოქმედების პირობებში. ანეიტრალებს საწმენდი ხსნარების ნარჩენებს. იდეალურია ხანგრძლივი შენახვისა და ექსტრემალურ პირობებში მუშაობისთვის. ძირითადი მახასიათებლები: • იდეალური შეზეთვა და კოროზიისგან დაცვა • ანეიტრალებს საწმენდი ხსნარების ნარჩენებს • მუშაობს ექსტრემალურ პირობებში • იდეალურია ცეცხლსასროლი იარაღის ხანგრძლივი დაცვისთვის • შექმნილია MIL-SPEC სტანდარტის მიხედვით

სრულად ნახვა → 50ml
Copper Zero

Copper Zero

პროფესიონალური გამხსნელი

Copper Zero არის ლულიდან სპილენძის ნადების მოსაშორებელი სპეციალიზებული საშუალება, რომელიც შექმნილია მაქსიმალური ეფექტურობისთვის. მაღალი აქტივობის ამინებისა და ხელატური აგენტების შემცველი ფორმულა სწრაფად ხსნის სპილენძის დაბინძურებას და აღადგენს ლულის სიკაშკაშეს. იდეალურია მაღალი სიზუსტის შაშხანებისთვის, სპორტული და მძიმე გამოყენების ცეცხლსასროლი იარაღებისთვის. ძირითადი მახასიათებლები: • სწრაფად ხსნის სპილენძის დაბინძურებას • აღადგენს ლულის შიდა ზედაპირს • უსაფრთხოა უჟანგავი და შავი ფოლადის ასევე ქრომირებული და ალუმინის ზედაპირებისთვის • არ აქვს მძაფრი სუნი ან კოროზიის რისკი

სრულად ნახვა → 85ml
Uniclean XT

Uniclean XT

იარაღის უნივერსალური საწმენდი

UniClean XT არის ახალი თაობის, ცეცხლსასროლი იარაღის უნივერსალური საწმენდი საშუალება, რომელიც შემუშავებულია ცეცხლსასროლი იარაღის ლულებიდან ყველა სახის დაბინძურების მოსაშორებლად (ნახშირბადის, სპილენძის და ტყვიის). ანეიტრალებს კაფსულის და დენთის წვისას წარმოქმნილი მჟავა მარილების მავნე ზემოქმედებას. მისი მოწინავე ამინო-კომპლექსის ტექნოლოგია და ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების ნაზავი უზრუნველყოფს ძლიერ წმენდას ამიაკის ან მძაფრი სუნის გარეშე. უსაფრთხოა ყველა ტიპის ლულისთვის, მათ შორის ქრომირებული და უჟანგავი ფოლადის ლულებისთვის. ძირითადი მახასიათებლები: • აშორებს ნახშირბადის, სპილენძის და ტყვიის დაბინძურებას • ამიაკის გარეშე, დაბალი სუნის მქონე ფორმულა • უსაფრთხოა უჟანგავი და შავი ფოლადის ასევე ქრომირებული და ალუმინის ზედაპირებისთვის • არ ტოვებს ნარჩენებს - სწრაფი და ეფექტური

სრულად ნახვა → 85ml
Carbon Zero

Carbon Zero

პროფესიონალური გამხსნელი

Carbon Zero ებრძვის ნახშირბადის უხეშ ნადებს ლულაში და აირის სისტემებში. მისი დაბალანსებული გამხსნელების ნაზავი შლის ნახშირბადოვან ნადებს ლითონის ზედაპირების დაზიანების გარეშე. აუცილებელია ნებისმიერი მსროლელისთვის, რომელიც მოითხოვს მაქსიმალურ საიმედოობას და სიზუსტეს. ძირითადი მახასიათებლები: • სწრაფად და ეფექტურად აშორებს ნახშირბადის ნარჩენებს ლულებიდან და მექანიზმებიდან • უსაფრთხოა ყველა სახის ფოლადის ასევე ფერადი ლითონებისთვის • არ ტოვებს რეზიდუალურ ნარჩენებს • იდეალურია ცეცხლსასროლი იარაღის რეგულარული მოვლისთვის

სრულად ნახვა → 85ml
Shotgun MX

Shotgun MX

გლუვლულიანი იარაღის მოვლა

ShotGun MX არის სპეციალური სამწმენდი საშუალება ნებისმიერი ტიპის თოფისთვის. აშორებს დენთის, პლასტმასის და ტყვიის ნარჩენებს, ამავდროულად იცავს შიდა ქრომირებულ ზედაპირებს. შექმნილია მონადირეებისა და სპორტული მსროლელებისთვის, რომლებიც ნებისმიერ გარემოში ითხოვენ მაღალ სიზუსტეს და საიმედოობას. ძირითადი მახასიათებლები: • აშორებს დენთს, პლასტმასის და ტყვიის დაბინძურებას • ხელს უშლის კოროზიას და ჟანგს • იდეალურია ქრომირებული ლულებისთვის • უსაფრთხოა ყველა სახის ფოლადის ასევე ფერადი ლითონებისთვის

სრულად ნახვა → 85ml
ნდობა

ჩვენი პარტნიორები

PARTNER 1
PARTNER 2
PARTNER 3
PARTNER 4
PARTNER 5
PARTNER 6
PARTNER 7
PARTNER 8
ჩვენი ვალდებულება

უსაფრთხოება პირველ ადგილზე

CleanShield-ის ყველა პროდუქტი შექმნილია NMP და DMSO-ს გარეშე, შეესაბამება EU REACH რეგულაციებს. ჩვენი საშუალებები არ არის აალებადი, დაბალი სუნი აქვს — რადგან იარაღის დაცვა არ უნდა ხდებოდეს ჯანმრთელობის ხარჯზე.

🚫

NMP-ს გარეშე

ჩვენი ყველა პროდუქტი დამზადებულია N-Methyl-2-pyrrolidone-ის გარეშე, EU REACH-ის შესაბამისად.

🌿

DMSO-ს გარეშე

არ შეიცავს დიმეთილსულფოქსიდს — ნივთიერებას, რომელიც კანის მეშვეობით შეიწოვება.

EU სტანდარტი

ყველა ფორმულა შექმნილია ევროკავშირის ქიმიური უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.

კონტაქტი

დაგვიკავშირდით

კითხვები, შეკვეთები ან პარტნიორობა — ჩვენ მზად ვართ.

ელ-ფოსტაinfo@cleanshield.ge
ტელეფონი+995 XXX XX XX XX
📍
მისამართითბილისი, საქართველო
✓ გმადლობთ! მალე დაგიკავშირდებით.